"ქართული ოცნების", კრემლის პროპაგანდისტებისა და გაეროში რუსეთის წარმომადგენლის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს ომზე განცხადებას ამჯერად რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ნიკოლაი პატრუშევი აკეთებს და აგრესიაში ისიც ტრადიციულად საქართველოსა და დასავლეთს ადანაშაულებს:
"ტყუილი და პროვოკაცია ვაშინგტონისა და სხვა დასავლური ქვეყნების პოლიტიკის ჩვეულებრივი თანამგზავრია. სწორედ ამერიკელებმა მოაწყვეს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა 2008 წლის აგვისტოში, თუმცა ისინი აცხადებდნენ, რომ მათ ამასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. აშშ-ს პირდაპირმა ჩარევამ საქართველოს საქმეებში, გამოიწვია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფა. მე მჯერა, რომ ქართველმა ხალხმა იცის, რომ ამერიკელების ქმედებებით მიადგათ სატანჯველი" ამბობს პუტინის თანაშემწე რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან.
შეგახსენებთ, მსგავსი შინაარსის განცხადება რამდენიმე დღის წინ, "ოცნების" პოლიტსაბჭომ გაავრცელა. ამის შემდეგ კი ოლიგარქის პარტიის აღნიშნული განცხადებიდან ციტატები გაეროში, რუსეთის წარმომადგენელმა მოიშველია.