2024 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.1 მლნ აშშ დოლარი (815.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.8%-ით (5.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა.
სების განცხადებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.5% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივლისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.
რაც შეეხება გადარიცხვებს, 2024 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.5 მლნ აშშ დოლარი (91.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ივლისის (28.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.1%-ით მეტია.
გზავნილები ყველაზე მეტად რუსეთიდან შემცირდა 38.7%, რომლის მიმღებები უმეტეს შემთხვევაში პუტინის ომს საქართველოში გამოქცეული რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, ყველაზე მეტად კი ყირგიზეთიდან გაიზარდა 133.7%-ით.
ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2024 წლის ივლისში.
- აშშ - $50.3 მლნ ( ზრდა 24.5%);
- რუსეთი - $45.4 მლნ (კლება 38.7%);
- იტალია - $48.8 მლნ (ზრდა 6.5%);
- გერმანია - $24.7 მლნ (ზრდა 18%);
- საბერძნეთი - $23.1 მლნ (ზრდა 5.8%);
- ისრაელი - $21.6 მლნ (ზრდა 22.1%);
- ყაზახეთი - $10.5 მლნ (კლება 35.9%);
- თურქეთი - $9.1 მლნ (ზრდა 2.7%);
- ყირგიზეთი - $7.8 მლნ (ზრდა 133.7%);
- ესპანეთი - 7.04 მლნ ( ზრდა 17.6%).
რაც შეეხება იანვარ-ივლისის მონაცემებს, იანვარი-ივლისში გზავნილებმა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, გასული წლის იგივე პერიოდში კი ეს მონაცემი $2.6 მილიარდი იყო. კლება 700 მილიონია.