კრემლის კიდევ ერთი დავალება შესრულებულია. ვლადიმერ პუტინის თანაშემწე და რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ნიკოლაი პატრუშევი "ქართული ოცნების" ოფიციალურ განცხადებას იყენებს. კრემლში დღეს სწორედ საქართველოს სახელისუფლებო პარტიაზე დაყრდნობით კიდევ ერთხელ დაადანაშულეს დასავლური სამყარო საქართველოში 2008 წლის ომის დაწყებაში. გზავნილი, "ქართული ოცნების" ოფიციალური განცხადებიდან ჯერ რუსმა დიპლომატმა გამოიყენა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, დღეს კი პატრუშევმა ბრალდების ისრები პირდაპირ ვაშინგტონისკენ მიმართა.