სირსკიმ ზელენსკის კურსკის ოლქში უკრაინული პოზიციების გაძლიერების შესახებ აცნობა

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ პრეზიდენტ ზელენსკის რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინული ძალების პოზიციების გაძლიერებისა და სტაბილიზებული ტერიტორიის გაფართოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

"დღეს ხდება ჩვენი სახელმწიფოს გაცვლითი ფონდის შევსება. მადლობა ყველა ჯარისკაცს და მეთაურს, ვისაც რუსი სამხედრო ტყვეებს აჰყავს და ამით აახლოებს რუსეთის მიერ დაკავებული ჩვენი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებას", - ამბობს ზელენსკი სირსკის მოხსენების შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სირსკის მოხსენებაში ასევე საუბარია, რომ უკრაინაში, ტორეცკისა და პოკროვსკის ფრონტის მიმართულებებზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

შეგახსენებთ, უკრაინის არმიის ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო. არსებული მონაცემებით, 82 დასახლება უკრაინის სამხედრო ძალების კონტროლქვეშაა.  გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინელები კურსკის ოლქში დამატებით 1-3 კმ-ით დაწინაურდნენ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი