უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსეი სირსკის განცხადებით, კურსკის ოლქში ჯარები დამატებით 1-3 კილომეტრით დაწინაურდნენ. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობა.
"ჯარები მოწინააღმდეგის მხარეს გარკვეული მიმართულებით 1-დან 3-კილომეტრამდე დაწინაურდნენ. ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ ბრძოლები მიმდინარეობს. საერთო ჯამში, სიტუაცია კონტროლირებადია", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მდინარე სეიმზე ლოჯისტიკური მნიშვნელობის ხიდიც ააფეთქეს.