"ოცნება" საფრანგეთისგან სესხს ითხოვს | დამატებით 30 მლნ ევროს ვალი ხაშურის წყალმომარაგებისთვის

გამოქვეყნდა:

ხაშურში წყალარინების სისტემის ქსელის განვითარებისთვის მთავრობა საფრანგეთის სახელმწიფოსგან 30 მლნ ევროს სესხს იღებს - ამის შესახებ, ირაკლი კობახიძის მიერ 15 აგვისტოს ხელმოწერილ #1155 განკარგულებაშია ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, შესაბამისი თანხმობა მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს უკვე მისცა. სესხი 20 წლით გაიცემა. მისი პროცენტი კი, ჩამორიცხვის მომენტში დაზუსტდება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე. საშეღავათო პერიოდი 5 წელია.

ხაშურში ეს პროექტი ჯერ კიდევ გასულ წელს საფრანგეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო და პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ახალი ქსელი უნდა მოწყობილიყო. ახლა კი პროექტის დასასრულებლად ხელისუფლება დამატებით თანხებს ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი