"კოალიცია ცვლილებისთვის" ფართოვდება | გაიცანით ოპოზიციური გაერთიანების ახალი წევრები და მათი გეგმები

გამოქვეყნდა:

ახალი წევრები ახალ ალიანსში. 2024 წლის გადამწყვეტ ბრძოლაში "კოალიციას ცვლილებისთვის" სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი უერთდება. ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებისა და ქვეყნის ევროპულ კურსზე დაბრუნების გზას ნიკა გვარამიასთან, ნიკა მელიასთან, ზურაბ ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიასთან ერთად ხედავს "რესპუბლიკური პარტია" და ორგანიზაცია "აქტივისტები მომავლისთვის". დღეს მათი სახელით განაცხადი ხათუნა სამნიძემ და ოქტაი ქაზუმოვმა გააკეთეს და საარჩევნო კამპანიაში ოფიციალურად ჩაერთნენ. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი