ოპონენტები ირაკლი კობახიძის განმარტებებს ელოდებიან. როგორ ახსნის ანტიდასავლური რიტორიკის მთავარი შემოქმედი პრემიერმინისტრი 15 აგვისტოთი დათარიღებულ განკარგულებას, სავარაუდოდ მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი. საუბარია დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც დასავლეთის მაგინებელი ხელისუფლება დახმარებისთვის ისევ დასავლეთს მიმართავს. ირკვევა, რომ ირაკლი კობახიძის მთავრობა საფრანგეთისგან ხაშურში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის დამატებით 30 მილიონ ევროს ითხოვს.