"როგორც ჩანს, მძიმე მდგომარეობა აქვს "ქართულ ოცნებას" | მელია საფრანგეთისთვის 30 მილიონის მოთხოვნაზე

გამოქვეყნდა:

როდესაც უცხოელი პარტნიორები დარწმუნდნენ, რომ ქართული ოცნება აშენებს ავტოკრატიას, ტრანშები და გრანტები შეწყდა. როგორც ჩანს, მძიმე მდგომარეობა აქვს "ქართულ ოცნებას" - ასე აფასებს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პრემიერ კობახიძის განკარგულებას, რომლითაც საქართველოს მთავრობა  საფრანგეთისგან 30 მილიონიან დახმარებას ითხოვს. მელია ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლებისგან ასეთი ნაბიჯი არ უკვირს და ამ ყველაფერს ორმაგ სტანდარტს უწოდებს.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" მთავრობა, რომელიც ერთის მხრივ ევროპელ პარტნიორებს რუსული დეზინფორმაციით ესხმის თავს, მეორეს მხრივ 30 მლნ ევროს დახმარებას სთხოვს საფრანგეთის რესპუბლიკას.  ამის შესახებ, ირაკლი კობახიძის მიერ 15 აგვისტოს ხელმოწერილ განკარგულებაშია  ნათქვამი. 

ამ ფულით ხაშურის წყალმომარაგების პროექტი უნდა დასრულდეს, რომელიც გასულ წელს საფრანგეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი