ყაზბეგის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი მისი საქმიანობის შესახებ პროკურატურისთვის გადაცემული მასალების შესახებ დასმულმა შეკითხვებმა იმდენად გააღიზიანა, რომ "მთავარი არხის" ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და დაჟინებით ამტკიცა, რომ თანამდებობაზე კიდევ დიდხანს დარჩება.
აუდიტის სამსახურმა 9 მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევები შესასწავლად პროკურატურას გადაუგზავნა, თუმცა რა კონკრეტული რეაგირება მოჰყვა საგამოძიებო უწყების მხრიდან, უცნობია. საქმეები სავარაუდოდ თაროზეა შემოდებული, მერები კი ისევ თანამდებობებზე რჩებიან და არჩევნებსაც ისინი ჩაატარებენ:
"26-სთვისაც [ოქტომბერი] ვიკავებ, 27 და 28-სთვისაც კიდე...წაიკითხეთ ეგ დასკვნა, გაერკვიეთ და მერე დარეკეთ. მე კიდე დიდხან ვუხელმძღვანელებ, თქვენ მაგაზე არ ინერვიულოთ...საცოდავები ხართ, მართლა სირცხვილია თქვენი ყოფნა" გვპასუხობს ყაზბეგის მერი.
სატელეფონო კომენტარს არ აკეთებს და "წერილი მიწერას" ითხოვს თეთრიწყაროს მერი, რომლის საქმიანობაშიც ასევე სავარაუდო დარღვევები და გადაცდომები დაადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა.
ცნობისთვის, საუბარია სულ 9 მუნიციპალიტეტზე, სადაც გამოვლენილი დარღვევები იმდენად მძიმე კატეგორიის აღმოჩნდა, რომ აუდიტის სამსახურმა 2024 წლის პირველ კვარტალში გამოძიებისთვის საქართველოს პროკურატურას გადაუგზავნა.
აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ზესტაფონის მერმა ვასილ გველესიანმა არამიზნობრივად გახარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის ფული; გამოსაძიებელია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის დავით კარგარეთელის, ყაზბეგის მერის ბაკურ ავსაჯანიშვილის საქმეებიც. საუბარია ბიუჯეტის ფულის, დაახლოებით 190 ათასი ლარის არამიზნობრივ ხარჯებზე.
იხილეთ: