ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წილისყრის პროცედურა მიმდინარეობს. საარჩევნო ბიულეტენში კუთვნილ ნომერს 47 პოლიტიკური სუბიექტი ელოდება. სხდომას ყველა სუბიექტის წარმომადგენელი ესწრება. წილისყარს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ატარებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს საარჩევნო სუბიექტებისათვის თანაბარ საარჩევნო გარემოს. გუშინ დასრულდა საარჩევნო სუბიექტების მიერ განცხადებით მომართვის ვადა, შესაბამისად დღეს, კანონმდებულობით განსაზღრულ უადრეს ვადაში შესაძლებელი გახდა ჩატარებულიყო წილისყრით რიგითი ნომრების მინიჭების პროცედურა, - თქვა ცესკო-ს სპირეკმა, ანა მიქელაძემ.
მისი განმარტებით, საარჩევნო სუბიექტებს საშუალება ექნებათ სამივე არჩევნებზე დღეს მინიჭებული ნომერი გამოიყენონ, ან გამოიყენონ ის რიგითი ნომერი რასაც ისინი ბოლო საერთო მუნიციპალურ არჩევნებზე იყენებდნენ.