
NEWS.On.ge-ს ინფორმაციით, რუსული კანონის აღსასრულებლად შექმნილ დეპარტამენტის ხელმძღვანელი სანდრო კირვალიძე 2015 წლიდან, არასამთავრობო ორგანიზაცია "ასოციაცია საქართველოს აზერბაიჯანთა კავშირი რეფორმების და განვითარების ხელშეწყობისათვის" გამგეობის წევრი იყო.
მან ორგანიზაცია, 6 დღის წინ, 14 აგვისტოს დაჩქარებული წესით საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და ამისთვის 207 ლარიც გადაიხადა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსული კანონის აღსასრულებლად შექმნილ დეპარტამენტს სანდრო კირვალიძე უხელმძღვანელებს.