"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა ახალი ოფისი ჩხოროწყუშიც გახსნეს. კოალიციის წევრები ამ წუთებში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან, ისმენენ მუნიცპალიტეტში არსებული პრობლემების შესახებ, და ერთად მსჯელობენ ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე.
"მოხარულები ვართ, რომ ჩხოროწყუში, "კოალიცია ცვლილებისთვის", 4 ნომერს, აქვს უკვე საარჩევნო შტაბი და ჩხოროწყუში ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, არა ოპოზიციაში პირველი ადგილისთვის, არამედ გამარჯვებისთვის და არამხოლოდ ჩხოროწყუში. განსხვავებულმა ხალხმა მოიყარა თავი დღეს ჩხოროწყუში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელა... იმდენად მაღალია ინტერესი, იმდენად მაღალი არის მოტივაცია ჩხოროწყუელებში, საზოგადოებაში, ზოგადად, ეს განწყობა მზარდია, საბრძოლო განწყობა მზარდია..." - ამბობს ნიკა მელია.
კოალიციის ლიდერებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა საჯარო მოხელეც, რომელმაც პოლიტიკური ნიშნით სამსახურში პრობლემების შექმნაზეც ისაუბრა:
2020 წელს ვიღებდი ადგილობრივი თვითმმათველობის არჩევნებში მონაწილეობას და ამ არჩევნებიდან გამომდინარე, შემექმნა სამსახურში პრობლემები, კონკრეტულად, საჯარო სკოლაში ვმუშაობდი, სადაც გარკვეულ თანამდებობას მპირდებოდნენ და სწორედ ამ არჩევნებიდან გამომდინარე დავიბლოკე. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და მსგავსი რაღაცები აღარ მოხდება, - ამბობს ის.
დღესვე, "კოალიცია ცვლილებისთვის" კიდევ ერთი ოფისი წალენჯიხაში გაიხსნა.