
სალომე ზურაბიშვილი "ოცნების" დეპუტატის, ბექა ოდიშარიას განცხადებას აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, სამარცხვინოს უწოდებს:
"სამარცხვინო განცხადება ბექა ოდიშარიასი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ჩვენი მოქალაქეების შესახებ !!!!
საერთოდ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ იცოდე რას გულისხმობს და უარესი კიდევ ეგრეთწოდებული სამართალდამცველების ბრალდებებს უაპელაციოდ იზიარებდე …
ეს როგორც ჩანს ოცნების მიერ გაგებული ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა … რისთვისაც თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ!" წერს პრეზიდენტი.
იხილეთ: