"თუ დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით, ბუნებრივია, ხელი შეუწყვია" | ოდიშარია ოკუპანტების მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე

გამოქვეყნდა:

„ზოგადად საქართველოს მოქალაქეების დაკავება საქართველოს ტერიტორიაზე და ბუნებრივია, საქართველოს ტერიტორიაში ვგულისხმობ, იგულისხმება და მომავალშიც იქნება ნაგულისხმევი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ისევე როგორც ცხინვალის რეგიონი, არის უკანონო როგორც სეპარატისტული ძალებისგან, ასევე საოკუპაციო, რუსული ჯარის მხრიდან. ამ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით იმისთვის, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ეს ხელოვნური ადმინისტრაციული საოკუპაციო საზღვარი, ბუნებრივია, ამ ადამიანსაც, სამწუხაროდ, ხელი შეუწყვია იმისთვის, რომ ის დაეკავებინათ. თუმცა, კიდევ ერთხელ, ვამბობ, რომ მან უნდა აგოს პასუხი არა აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების წინაშე და ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე, არამედ ის დაუყოვნებლივ გადმოცემული უნდა იქნას საქართველოსთვის, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის, რომელიც ვფიქრობ, გაერკვევა საკითხში. მე უდანაშაულობის პრეზუმფციას დავიცავდი, არ დავადანაშაულებდი ამ ადამიანს იმიტომ, რომ ჩემთვის რუსული საოკუპაციო ჯარის პრესსამსახური და ან კიდევ აფხაზეთის დღევანდელი მოქმედი მარიონეტული რეჟიმი ვერ იქნება ავთენტური წყარო. ამიტომ, როგორც კი, ის ადამიანი მოხვდება ქართველი სამართალდამცველების ხელში, ვფიქრობ, მყისიერად გაერკვევა ჭეშმარიტება“ [IPN]

ამბობს "ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი