"კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისი ჩოხატაურშიც გაიხსნა

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა"-ს ოფისი ჩოხატაურშიც გაიხსნა. ოპოზიციური გაერთიანების ლიდერები ამ წუთებში ჩოხატაურის მოსახლეობას ხვდებიან და ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად ეცნობიან.

მანამდე, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა რეგიონული ოფისი გახსნეს ოზურგეთში. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნები და ცვლილებების საჭიროებაა. ადგილობრივებს სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემებიც აწუხებთ, რაზეც კოალიციის ლიდერებს მიაწოდეს ინფორმაცია.

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები დილით ლანჩხუთშიც იმყოფებოდნენ. ხვალიდან კი შეხვედრები აჭარაში გაგრძელდება. თვის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით გაერთიანება 100-მდე ოფისის გახსნას გეგმავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი