"კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისი ქობულეთშიც გაიხსნა

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა"-ს ოფისი ქობულეთშიც გაიხსნა - ოპოზიციური გაერთიანების ლიდერები ადგილობრივებსაც შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

...არაფრით განვსხვავდებოდეთ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ჩვენსავით სურთ გამარჯვება და ასობით ათასი საქართველოს მოქალაქეა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. უბრალოდ, ჩვენ მეტი შესაძლებლობა გვაქვს, რომ გვქონდეს წვდომა მედიასაშუალებებთან, რომ ამ მედიასაშუალებების მეშვეობით ბევრ ადამიანს გავაგებინოთ ჩვენი სათქმელი. "კოალიცია ცვლილებისთვის", 4 ნომერს, დღეს უკვე აქვს ქობულეთშიც, და უკვე ხელვაჩაურშიც და უახლოეს დღეებში მთელ აჭარაში ექნება გამარჯვების შტაბები. მე მჯერა, რომ წარწერა "კოალიცია ცვლილებისთვის"  4 ნომერი, რომელიც აერთიანებს ძალიან ბევრ საინტერესო, ათასობით საინტერესო ადამიანს, გადაიქცევა ცვლილებების მთავარ სიმბოლოდ", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი