ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება გლდანულაში - "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წევრებს, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" მახრდამჭერები დაუპირისპირდნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
მიზეზი ახლადგარემონტებულ სკვერში "ქართული ოცნების" პარტიული დროშების გამოფენაა. ფაქტის გასაპროტესტებლად მისულ ახალგაზრდა "ლეიბორისტებს" სავარაუდოდ "ქართული ოცნების" აქტივისტებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების გამოძახებაც.