" ოცნების" პოლიტიკურ რეპერტუარში ტყუილიც კი აღარ დარჩა, ცდილობენ არაადეკვატური მუქარებით განვლონ მთელი საარჩევნო კამპანია | მელია ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე

გამოქვეყნდა:

გამოცემა Politico სტატიას, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ხელისუფლების განცხადებებს ეხება, ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნებას" მომავალთან დაკავშირებით საუბარი აღარ შეუძლია და ცდილობს საარჩევნო კამპანია არაადეკვატური მუქარებით განვლოს.

"ქართულ ოცნებას" გამოელია მასალა, მის პოლიტიკურ რეპერტუარში ტყუილიც კი აღარ დარჩა და ცდილობენ ამ არაადეკვატური მუქარებით განვლოს მთელი საარჩევნო კამპანია. ისინი ხვდებიან რომ მათ ამომრჩეველსაც კი აღარ სჯერა მათი, არ სჯერათ მათთან ერთად უკეთესი, ბედნიერი საქართველოსი. საარაკო მოვლენასთან გვაქვს საქმე, არცერთ სიტყვას არ იყენებს მომავალთან დაკავშირებით. არა უშავს 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები ასეთ ძალას მათთვის საკადრის ადგილს მიუჩენენ და უკეთეს შემთხვევაში მათთვის, ეს იქნება ოპოზიციის ადგილი," - განაცხადა ნიკა მელიამ.

იხილეთ ასევე
საქართველოს მთავრობა, "ჩრ. კორეის სტილში", ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს | Politico

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი