
პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" დღეს სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით ოფისებს ხსნის. დღეს პარტიის ლიდერებმა ოფისი ახალქალაქში გახსნეს, სადაც ადგილობრივებს შეხვდნენ და ახალქალაქის განვითარებისა და საარჩევნო გეგმები გააცნეს.
'გამარჯვება ჯავახეთში, ახალქალაქში ქართულ ოცნებაზე, ბიძინა ივანიშვილზე, ფეოდალიზმზე, ეს არის ამოცანა რომელიც დავისახეთ, ეს არის მიზანი, რომელიც უნდა იყოს და აუცილებლად იქნება მიღწეული და ერთხელ და სამუდამოდ, ახალქალაქიც ნინოწმინდასთან ერთად, გათავისუფლდება ფეოდალური წარმონაქმნებისაგან. " ამბობს კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.
ახალქალაქამდე კოალიცია "ცვლილებისთვის" ოფისი გაიხსნა ნინოწმინდაშიც.