"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი პარტია "ქარული ოცნების" დასამარცებლად იბრძვის. ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციის ერთიან კანდიდატს დაუჭერენ მხარს იქ, სადაც "ოცნების" კანდიდატი იქნება. მისივე თქმით, სხვა ოლქებზე საკუთარი "პარტიული" გეგმა აქვთ. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადააცემაში "მთავარი დებატები" ისაუბრა.
ვცდილობ, დავამარცხო "ქართული ოცნება", მისი კანდიდატი. სხვა სცენარს მე არ შევაფასებ.... ჩვენ ზოგადად შევთანხმდით იმაზე, რომ ოპოზიციური პარტიები დაუჭერდნენ ერთმანეთის კანდიდატებს მხარს და იმ ოლქებში, სადაც ოპოზიციური კანდიდატის კონკურენტი "ქართული ოცნების" კანდიდატი იქნება. ჩემს საარჩევნო ოლქში მაქვს კონკრეტული გეგმა და ამ გეგმით, ვფიქრობ, რომ მე შევძლებ დავამარცხო "ქართული ოცნების" კანდიდატი, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
ბადრი ჯაფარიძემ გადაცემაში ასევე ისაუბრა მამუკა ხაზარაძის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაკეთებულ განცხადებაზე. ჯაფარიძე ამბობს, რომ ხაზარაძის განცხადებაში არ ყოფილა არცერთი კონკრეტული პარტიის მხარდაჭერა. მისივე თქმით, ის იყო განცხადება, რომელსაც ჯაფარიძესა და ხაზარაძეზე თავდასხმა მოჰყვა.
ის, რომ ყოფილიყო მხარდამჭერი განცხადება, ჩვენზე თავდასხმა არ მოჰყვებოდა ამას... იქ იყო პირდაპირ საუბარი, რომ ამ ხელისუფელბამ ვერცერთი დაპირება ვერ შეასრულა და მათ შორის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ამან განრისხება გამოიწვია მმართველი ძალის და მისი ლიდერის და განცხადებიდან ერთ კვირაში დაგვესხნენ თავს, - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ 2018 წლის 2 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა "ქართული ოცნების" მიმართ შეცვლილი განწყობა დაგვანახა. მისივე თქმით, როგორც ბიზნესის წარმომადგენელი, დიდი იმედით შესცქეროდა სასამართლო სისტემაში მოსალოდნელ რადიკალურ რეფორმებს, მაგრამ ეს მოლოდონები არ გამართლდა. ხაზარაძე წერდა, რომ "ახლა ქვეყანა უფრო დიდი საფრთხის - რევანშიზმის წინაშე დგას, რასაც ქაოსის გამოწვევა და განვითარების შეფერხება შეუძლია."
შეგახსენებთ, რომ ბადრი ჯაფარიძე 2020 წლის არჩევნებზე საბურთალოს მაჟორიტარობისთვის იბრძვის.
საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ კი არჩევნები წელს 120/30-ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.