ვატიკანი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ ოფიციალურ სამედიცინო დასკვნას აქვეყნებს, რომელიც ელექტროკარდიოგრაფიული თანატოგრაფიით დადასტურდა.
Vatican News-ის ცნობით, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების მიზეზად ინსულტი დასახელდა, რასაც კომა და შეუქცევადი გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი მოჰყვა.
სამედიცინო დასკვნის თანახმად, პაპს ადრე ჰქონდა მწვავე რესპირატორული უკმარისობა, რომელიც გამოწვეული იყო ორმხრივი პნევმონიით, მრავლობითი ბრონქოექტაზიით, მაღალი არტერიული წნევით და II ტიპის დიაბეტით.
ამავე თემაზე:
რა ხდება ვატიკანში პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ და როგორ ირჩევენ ახალ პაპს
ვინ შეიძლება გახდეს რომის ახალი პაპი | La Stampa შესაძლო კანდიდატებზე წერს