"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" ამბობს, რომ "რუსეთი ოკუპანტია". გადაცემის წამყვანის შეკითხვას, შეუძლია თუ არა მას ამ ფრაზის გამეორება, ბურჯანაძე პასუხობს: "რუსეთი არის ოკუპანტი, გავიმეორე".
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც ბორდერიზაციის პროცესის გაჩერება შეუძლია.
არ ვიცი რატომ გამოგრჩათ, ერთადერთი პოლიტიკოსი ბატონი შალვას გარდა ვიყავი მე, გამოვედი ნიქოზში და კატეგორიულად გავაკრიტიკე ბორდერიზაცია. კატეგორიუალდ ვთქვი, რომ ეს არის მიუღებელი და ასევე ვთქვი ისიც, რომ მე ნამდვილად მაქვს იმის ძალა და გამოცდილება და მიმაჩნია, რომ მე ამ ეტაპზე ერთადერთი ადამიანი ვარ ვისაც ამის გაჩერება შეუძლია. ნამდვილად შემიძლია ხალხს ვუთხრა, - ამბობს ბურჯანაძე.
მისივე თქმით, "დიახ, ჩვენი ტერტორიები ოკუპირებულია სამწუხაროდ რუსეთის მიერ და რუსული ჯარი უნდა გავიდეს საქართველოს ტერიტორიიდან".