სახდეპის მორიგი კრიტიკული განცხადება საქართველოს ხელისუფლებას | "ოცნების" პასუხი აშშ-ის გზავნილებს და ოპოზიციის შეფასება

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" რევანშისტული პოლიტიკა და მთავარი სტრატეგიული პარტნიორის პასუხი საქართველოს ხელისუფლებას. შეერთებული შტატები "ოცნების" მიერ ოპონენტების წინააღმდეგ დაანონსებული რეპრესიების გამო შეშფოთებულია. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს ანტიდემოკრატიულად აფასებს. მეთიუ მილერი ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს მოუწოდებს, შეწყვიტოს ოპონენტების წინააღმდეგ მუქარა და ხაზს უსვამს, რომ "ოცნების" რიტორიკა ევროატლანტიკური სტრუქტურების ფუნდამენტურ ღირებულებებთან წინააღმდეგობაშია. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ოლიგარქი საკუთარი გეგმის განხორციელებას ვერ შეძლებს, რადგან ხალხი 26 ოქტომბერს არჩევანს დემოკრატიის სასარგებლოდ გააკეთებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი