ევროპული ფეხბურთის ლეგენდა და ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი სვენ-გორან ერიქსონი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახზე დაყრდნობით უცხოური მედია ავრცელებს.
2001 წელს შვედი გახდა ინგლისის კაცთა საფეხბურთო ნაკრების პირველი უცხოელი მწვრთნელი, რომელიც წვრთნიდა ფეხბურთელთა ე.წ "ოქროს თაობას", მათ შორის იყვნენ დევიდ ბექჰემი, სტივენ ჯერარდი, უეინ რუნი და ფრენკ ლამპარდი.
კარიერის განმავლობაში ის წვრთნიდა არაერთ ცნობილ ევროპულ კლუბს, როგორებიცაა "ბენფიკა", "რომა", "ფიორენტინა", "სამპდორია" და "ლაციო".
ერიქსონმა ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვა და მოგვიანებით წვრთნიდა მექსიკასა და კოტ-დ'ივუარს, ასევე ინგლისურ კლუბებს "მანჩესტერ სიტისა" და "ლესტერ სიტის".
2024 წლის იანვარში ერიქსონს პანკრეასის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.