ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტულ რეჟიმს BRICS-ის ქვეყნებთან კავშირების გაძლიერება სურს

გამოქვეყნდა:

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტულ რეჟიმს BRICS-ის ქვეყნებთან კავშირების გაძლიერება სურს - ამის შესახებ 
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი აცხადებს. მისი თქმით, ისინი პოლიტიკურად მეგობრულ ურთიერთობებეს იმ ქვეყნებთან ავითარებენ, რომლებმაც მათი დამოუკიდებლობა აღიარეს. 

"სამხრეთ ოსეთი მეგობრულ ურთიერთობებს ავითარებს იმ ქვეყნებთან, რომლებმაც ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარეს, იგეგმება არაერთი პროფილური ხელშეკრულების გაფორმება [ამ ქვეყნებთან], - აღნიშნა მან პროპაგანდისტულ გამოცემა Tass-თან.

მან ასევე ისაუბრა სურვილზე, კავშირები გააძლიეროს იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც, "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" მსგავსად, თავიანთ ეროვნულ ინტერესებს იცავენ. მისი თქმით, მათ შორისაა BRICS-ის ქვეყნები.

ალან გაგლოევის თქმით, სამხრეთ ოსეთი აქტიურად მუშაობს ბელარუსთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სფეროებში.

შეგახსენებთ,  BRICS-ის ქვეყნებია: რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ირანი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, არაბთა გაერთიანებული საამიროები. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი