რუსეთის ФСБ-მ საზღვრის "უკანონო გადაკვეთისთვის" მორიგი საქმე აღძრა უცხოელი ჟურნალისტების წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა [ФСБ] სისხლის სამართლის საქმე აღძრა Deutsche Welle-ს ჟურნალისტის ნიკოლას კონოლისა და უკრაინული არხის 1+1 კორესპონდენტის, ნატალია ნაგორნაიას წინააღმდეგ. ФСБ აცხადებს, რომ მედიის წარმომადგენლებმა "უკანონოდ გადაკვეთეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი და გადაიღეს ვიდეოები კურსკის ოლქის სუჯას დასახლების ტერიტორიაზე“.

ჟურნალისტები კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში იმყოფებოდნენ რეპორტაჟების გადასაღებად, თუ რა ვითარება იყო იქ უკრაინის შეიარაღებული ძალების შესვლის შემდეგ. 

ФСБ-მ მათ წინააღმდეგ საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322- ე მუხლით აღძრა, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რუსეთის ФСБ-მ გასულ კვირას საზღვრის "უკანონო გადაკვეთისთვის", CNN-ის რეპორტიორისა და 2 უკრაინელი ჟურნალისტის წინააღმდეგაც აღძრა საქმე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი