"განერიდა, ან განარიდეს კარზე მომდგარ არჩევნებს" | ცაგერის მერის გადადგომის მიზეზი უცნობია

გამოქვეყნდა:

გადადგა თუ გადააყენეს ცაგერის მერი? - ლევან ზალკალიანთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მოახლოებული არჩევნების წინ მან სახელისუფლებო გუნდისგან დისტანცირება გადაწყვიტა.  არის მეორე ვერსიაც, რომ მას თავად მმართველმა პარტიამ მოსთხოვა თანამდებობის დატოვება, რადგან აღნიშნულ პოზიციაზე პარტიული ხაზის კიდევ უფრო ხისტი გამტარებელი უნდა შეარჩიონ. 

ცაგერის მერის გადადგომის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას უკვე მეორე მერი ტოვებს. ლევან ზალკანიანი შარშან რიგგარეშე არჩევნებზე აირჩია მუნიციპალიტეტმა ახალ მერად, თუმცა ახლა თანამდებობა გაურკვეველი მიზეზით დატოვა.

ზალკალიანი, ყოფილი პროკურორი ცაგერში რიგგარეშე არჩევნებით აირჩია "ოცნებამ". როგორც ყოველთვის, მათ ამომრჩეველს არ განუმარტეს რატომ და რისთვის დატოვა მან თანამდებობა. ერთადერთი, რაც შეიძლება ვივარაუდოთ არის ის, რომ განერიდა, ან განარიდეს კარზე მომდგარ არჩევნებს" ამბობს ნინო ტვილდიანი, კოალიცია "ცვლილებისთვის" ადგილობრივ ორგანიზაციის წევრი. 

თავად ზალკალიანს წასვლის მიზეზებზე არც კომენტარი გაუკეთებია და არც სოციალურ ქსელში დაუწერია რამე. არაფერს ამბობენ არც ცაგერის მერიაში.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი