თანხის გამოძალვაში დახმარება, მუქარა და მანქანების დაწვა მარნეულში | აღკვეთის ღონისძიების სახით, ყველა დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

მარნეულში ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და ფულის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით დაკავებულ ყველა პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. დღეს ორი ბრალდებულის პროცესი გაიმართა, მანამდე კი პატიმრობა კიდევ სამ დაკავებულს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ისინი კავშირზე იყვნენ უცხოეთში მცოვრებ კრიმინალურ ე.წ. ავტორიტეტთან და მისი დავალებით ადგილობრივი ბიზნესმენებისისგან დიდი ოდენობით ფულს ითხოვდნენ. უარის შემდეგ კი ამ ადამიანებს ავტომობილები დაუწვეს.

პროკურორის ცნობითვე, ერთ-ერთ დაზარალებულს, აქიმ მამედოვს ბრალდებულები 100 ათას დოლარს სთხოვდნენ, უარის მიღების შემდეგ კი მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ და ავტომობილი დაუწვეს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი