მამაკაცი, რომელიც "მთავარი არხის" გამოჩენას განსაკუთრებული აგრესიით შეხვდა, ტარიელ თებიძეა. ის ბათუმის 79-ე საოლქო კომისიამ 89-ე უბანზე დამოუკიდებელ წევრად აირჩია, თუმცა რამდენად დამოუკიდებელი და პოლიტიკურად მიუკერძოებელია ცესკოს მიერ ნდობით აღჭურვილი პირი - ამაზე მისი Facebook მეტყველებს. ტარიელ თებიძეს განსაკუთრებული სიმპატიები ბიძინა ივანიშვილის მიმართ აქვს.
"ოცნების" გულმხურვალე მხარდამჭერი ბათუმის მეოცე საარჩევნო უბანზე საოლქო კომისიის მიერ არჩეული დამოუკიდებელი წევრია. თუმცა, კომისიის გადაწყვეტილების შესახებ მას არაფერი სმენია, მეტიც, ირკვევა, რომ თამილა დუმბაძეს ცესკო-ში განაცხადი საერთოდაც არ შეუტანია.
ცესკოს მოქმედი ადმინისტრაცია კი გვიმტკიცებს, რომ არჩეული წევრების მიმართ კითხვის ნიშნები არ არსებობს და მათ მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება.