
ტელეგრამის დამაარსებელი და რუსი მილიარდელი პაველ დუროვი წინასწარი დაკავებიდან გაათავისუფლეს და პარიზის სასამართლოში დასაკითხად გადაიყვანეს. ამის შესახებ CNN პროკურორებზე დაყრდნობით იუწყება.
პარიზის პროკურატურა იტყობინება, რომ ახლა დუროვი სასამართლოს წინაშე წარდგება, რომელიც მისთვის შესაძლო ბრალდების წაყენების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა პაველ დუროვის ძმის დაკავების ორდერიც გასცა.
ცნობისთვის, Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი საფრანგეთის პოლიციამ 24 აგვისტოს, პარიზის აეროპორტში დააკავა. მის გასამართლებას, პროკურატურა 12 მუხლით ითხოვს, მათ შორის, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში თანამონაწილეობისა და ასევე გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვის მუხლით.