2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული ღვინის საერთო ღირებულება $29 მლნ-ით გაიზარდა | "ფლანგვა"

გამოქვეყნდა:

2024 წლის იანვარი-ივნისის თვეებში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული ღვინის საერთო ღირებულება 29 მილიონი დოლარით არის გაზრდილი, რაც წინა წელთან შედარებით 36%-იანი ზრდაა. ამის შესახებ ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს. 

  • დუგლაძეების ღვინის კომპანია - რუსეთში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება - $15.066,433. 2022-23 წლებში მიღებული სუბსიდიები - ₾ 1,288,038,8. კომპანიის მიერ აღებული აგროკრედიტი კი შეადგენს - 1,733, 273₾.
  • კახური ტრადიციული მეღვინეობა - რუსეთში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება - $10,188,419. 2022-23 წლებში სუბსიდიები - 4,082,780 ₾. 2021-2023 წლებში აგროკრედიტი - 2,828,945₾. 
  • ასკანელი ძმები - რუსეთში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება $9,903,996. 2022-23 წლებში სუბსიდიები - 1,254,557 ₾. 2021-2023 წლებში აგროკრედიტი - 1,859,758 ₾.
  • GVMT GROUP - რუსეთში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება -$ 6,183,984. 2021-2023 წლებში აგროკრედიტი - 561,356 ₾.
  • შალვინო - რუსეთში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება - $4,929,585. 2022-23 წლებში სუბსიდიები - 147,331₾. 2021-2023 წლებში აგროკრედიტი - 218,571₾. 
  • წინანდლის ძველი მარანი - რუსეთში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება - $4,671,791.  2022-23 წლებში სუბსიდიები -1,060,792.25 ₾. 2021-2023 წლებში აგროკრედიტი - 738,877₾. 
  • კომპანია ბესინი - რუსეთში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება - $3,935,336

აღსანიშნავია, რომ უმსხვილეს ექსპორტიორ კომპანიათა შორის უმეტესობის მფლობელი და დირექტორი "ქართული ოცნების" შემომწირველი და პარტიის ლიდერებთან დაკავშირებული პირები არიან. ცნობილია ისიც, რომ ექსპორტიორი კომპანიები ხელისუფლებისგან შეღავათიანი აგროკრედიტების თანადაფარვითა და სუბსიდიებით სარგებლობენ.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი შემოდგომის რთველისთვის მთავრობამ 85₾-მილიონიანი სუბსიდიები გამოჰყო. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი