პაველ დუროვს სასამართლომ საფრანგეთის დატოვება აუკრძალა და 5-მილიონიანი გირაო დააკისრა

გამოქვეყნდა:

პაველ დუროვს სასამართლომ საფრანგეთის დატოვება აუკრძალა და 5-მილიონიანი გირაო დააკისრა - ამის შესახებ უცხოური მედია წერს. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ის პოლიციაში კვირაში ორჯერ უნდა გამოცხადდეს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა პაველ დუროვის ძმის დაკავების ორდერიც გასცა.

ცნობისთვის, Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი საფრანგეთის პოლიციამ 24 აგვისტოს, პარიზის აეროპორტში დააკავა. მის გასამართლებას, პროკურატურა 12 მუხლით ითხოვს, მათ შორის, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში თანამონაწილეობისა და ასევე გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვის მუხლით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი