გამოძიება 14 წლის წინანდელ საქმეზე | მინისტრის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ მიზეზი მისი პოლიტიკურად გააქტიურებაა

გამოქვეყნდა:

 

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი თამარ ჭელიძე ფინანსური პოლიციის კითხვებს ორი საათის განმავლობაში პასუხობდა. ის საგამოძიებო ორგანოში 14 წლის წინანდელ საქმეზე დაიბარეს, როცა ის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. გამოკითხვიდან გამოსული თამარ ჭელიძის თქმით, საქმე აბსურდულია და კითხვებიც შესაბამისად ბუნდოვანი იყო. როგორც ჭელიძე ამბობს, გამოკითხვაზე დაბარების მთავარი მიზანი, პოლიტიკურად აქტიური ადამიანების დაშინებაა.

"კითხვებზე პასუხები ნამდვილად არ მქონდა, 14 წლის წინანდელ საქმეს შეეხება, რომელზეც არანაირი მეხსიერება არ გამაჩნია, არც შემოდიოდა ჩემს საკურატორო სფეროში და იყო ძალიან თეორიული შეკითხვები, მაგალითად ეს ასე რომ ყოფილიყო, ჩემი აზრი რა იქნებოდა. მთავარი მიზანი არის ის რომ ჩემი ტიპის ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში მაღალი სანდოობით და პროფესიული რეპუტაციით ვინც სარგებლობენ და აქტიურობენ საარჩევნო ველზე, გააფრთხილონ რომ ნუ იაქტიურებთ, იყავით მაქსიმალურად ფრთხილად, თორემ ყველაზე რაღაც საქმეები გაგვაჩნია," - განაცხადა თამარ ჭელიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი