ხარკოვზე რუსული იერიშის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა - განაცხადა ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია 40 დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქის შესახებ. ხუთი გარდაცვლილია. მათ შორის არის 14 წლის გოგონაც. მთლიანობაში, მტერმა ხუთი საჰაერო შეტევა განახორციელა ბელგოროდის რეგიონიდან. საბრძოლო მასალა არის UMPB D-30“, - წერს ის ტელეგრამზე.
დარტყმები ქალაქის სხვადასხვა რაიონში ხუთ ადგილას განხორციელდა.
თავდაპირველი ინფორმაციით, დაღუპული იყო 4, ხოლო დაშავებული 40-მდე მშვიდობიანი მოქალაქე.