"მთავარი არხი" ხვალ IPSOS-ის კვლევის შედეგებს გაასაჯაროებს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ხვალ, 20 სექტემბერს, 21:00 საათზე, გიორგი გაბუნიას გადაცემაში Post Factum, საზოგადოებას IPSOS-ის კვლევის შედეგებს წარუდგენენ. 

ამის შესახებ ნიკა გვარამიამ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

ნიკა გვარამია წერს იმასაც, რომ კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 1500 რესპონდენტი გამოიკითხა და ცდომილების ფარგლები +-2,5%-ია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი