"კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი დროა" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონულ ტურნეს განაგრძობს. ცოტა ხნის წინ გაერთიანებამ სენაკში ახალი ოფისი გახსნა. კოალიციის ლიდერები ადგილობრივებს შეხვდნენ და მათი პრობლემების შესახებ მოისმინეს.
"ჩვენ გვინდა პირველ რიგში კოალიცია გავაკეთოთ საქართველოს მოქალაქეებთან, ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში მტკივნეულ, მაგრამ მაინც წარსულს ჩაბარდეს ოლიგარქატი, უზნეობა, ამორალურობა, აბუჩად აგდების პრაქტიკა . 27 ოქტომბრის შემდეგ, სენაკელებმა, აბაშელებმა, ზუგდიდელებმა, ფოთელებმა, მარტვილელებმა...მთელმა საქართველომ დაიჯეროს, რომ მთავარ არის საქართველოს მოქალაქე.
ჩვენ ვიბრძვით საქართველოს მოქალაქეების უკეთესი მომავლისთვის და დარწმუნებული ვარ, ნომერი 4 გახდება მთავარი სიმბოლო წარმატებისა, თავისუფლებისა, ცვლილებებისა ქალაქ სენაკში და ეს საარჩევნო შტაბი იბრძოლებს გამარჯვებისთვის, არა ოპოზიციაში პირველი ადგილისთვის, რაც შემდგარი ფაქტია, არამედ გამარჯვებისთვის" ამბობს ნიკა მელია.
კოალიციამ დღეს ოფისი გახსნა აბაშაშიც.
ავტორი: ემა გოგოხია