"ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ომი სახლში, საიდანაც ის უკრაინაში მოიტანეს და არა მხოლოდ სასაზღვრო რაიონებში" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი საღამოს ვიდეომიმართვაში ხარკოვის დღევანდელ მასშტაბურ დაბომბვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს კურსკში, უკრაინის არმიის მოქმედების სისწორეს:

"ყოველი ასეთი თავდასხმა ხარკოვზე, ჩვენს სხვა ქალაქებსა და სოფლებზე ადასტურებს ჩვენი ტაქტიკის სისწორეს, განსაკუთრებით კურსკის რეგიონში - ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ომი სახლში, საიდანაც ის უკრაინაში მოიტანეს. და არა მხოლოდ სასაზღვრო რაიონებში. ტერორისტულმა სახელმწიფომ უნდა იგრძნოს რა არის ომი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვებიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი