გოეთეს ინსტიტუტი 15 მუნიციპალიტეტს პროექტ "შემოქმედებით კომპასის" დაფინანსებას უჩერებს - ამის ამსახველ დოკუმენტს წალენჯიხის მერია ასაჯაროებს, დანარჩენი მუნიციპალიტეტები კი ინფორმაციას მალავენ. გრანტის შეჩერების მიზეზად ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებს. პროექტის პირველი ეტაპის დროს, 15 მუნიციპალიტეტს სხვადასხვა პროექტის განხორცილებისთვის 5 000-ევროიანი გრანტი გადაეცა.
"აქ არის საუბარი საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურულ, სამედიცინო, ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელსაც აფინანსებდა ჩვენი ევროპული საბჭო. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეიდან რეგიონები რჩება მუნიციპალური ბიუჯეტის ამარა და მე კვლავ შეგახსენებთ, რომ ყველა ის დიდი პროექტი დაწყებული სკოლამდელი დაწესებულებიდან, სკოლა, განათლება, ჯანდაცვა, სოციალური საკითხები და ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს არის ევროპის დაფინანსება", - ამბობს წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია.
მანამდე, წალენჯიხაში პროექტის დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ გამართა და თქვა, რომ მუნიციპალიტეტს მიღებული დაფინანსება რუსული კანონის გამო გაუუქმდა. მისი თქმით, სხვა მუნიციპალიტეტები მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავს შეიკავებენ.