
"რუსული კანონის" რეესტრში, აგენტად რეგისტრაციის ვადა ამოიწურა - როგორც გამოცემა BM.ge წერს, 18:00 საათის მონაცემებით, რეგისტრაციის სურვილი ორგანიზაციების 1.5%-მა გამოხატა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის საჯარო რეესტრს უცხო ძალის ინტერესის გამტარად რეგისტრაციისთვის 469 ორგანიზაციამ მიმართა.
გამოცემა წერ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ გასულ კვირას განაცხადა, რომ საქართველოში რეგისტრირებულია 31 233 არასამეწარმეო იურიდიული პირი ანუ არასამთავრობო ორგანიზაცია.