პუტინი რომის სტატუტის ხელმომწერ მონღოლეთში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით რომის სტატუტის ხელმომწერ 
მონღოლეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული არასამთავრობო პროპაგანტისტული მედია ავრცელებს. 

ოფიციალური ვიზიტი ხალხინ გოლში, საბჭოთა და მონღოლეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი გამარჯვების 85 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ეძღვნება. 

ეს არის პუტინის პირველი ვიზიტი ქვეყანაში, რომელიც რომის სტატუტის ხელმომწერია.

ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს 2023 წლის მარტიდან პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული და შესაბამისად, ქვეყანა, რომელიც ამ სტატუტის ხელმომწერია, ვალდებულია ის დააკავოს. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი