უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, პოლტავაზე რუსული დარტყმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ზელენსკის ცნობით, ამ დროისათვის დაღუპულია 47 და დაშავებულია 206 ადამიანი.
"სამძიმარს ვუცხადებ პოლტავაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს. ეს წარმოუდგენელი ტრაგედიაა მთელი უკრაინისთვის. მტერმა დაარტყა სასწავლო დაწესებულებასა და საავადმყოფოს. უკვე ცნობილია, რომ 47 დაღუპული და 206 დაჭრილია. რუსეთი გვართმევს ყველაზე ძვირფასს - სიცოცხლეს.“, - წერს ის სოციალურ ქსელ X-ში.
ცენტრალური უკრაინის ქალაქი ბალისტიკური რაკეტებით რუსეთმა დღეს დაბომბა. ხვალიდან პოლტავას რეგიონში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.