მონღოლეთში აცხადებენ, რომ პუტინი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გამო არ დააკავეს

გამოქვეყნდა:

მონღოლეთში აცხადებენ, რომ პუტინი რუსეთის ფედერაციაზე ენერგოდამოკიდებულების გამო არ დააკავეს.

„მონღოლეთს ნავთობპროდუქტების 95%-ს და ელექტროენერგიის 20%-ზე მეტს ჩვენი უშუალო მეზობლებიდან შემოაქვს (რუსეთი და ჩინეთი). ეს მიწოდება არის გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენი და ჩვენი ხალხის არსებობისთვის“, - აცხადებს მონღოლეთის ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, პუტინი მონღოლეთში იმყოფება, რომელიც რომის სტატუტის ხელმომწერია.

ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს 2023 წლის მარტიდან პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამო. შესაბამისად, ქვეყანა, რომელიც ამ სტატუტის ხელმომწერია, ვალდებულია მის ტერიტორიაზე ჩასვლის შემთხვევაში, ის დააკავოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი