რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში შმაგი მუთოშვილისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს. ის მოკლული ვისო მუთოშვილის ძმაა, რომლის მკვლელობაშიც ოჯახი სწორედ ქავთარაშვილებს ადანაშაულებს.
ოჯახებს შორის დაპირისპირება პანკისში უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. შერიგების რამდენიმე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
შმაგი მუთოშვილი პოლიციამ გუშინ, 19 სექტემბერს დააკავა. დაკავებულს გამოძიება ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებას ედავება.
საუბარია 29 ივლისს, სოფელ დუისში, ქავთარაშვილების სახლის დაცხრილვაზე.
მკვლელობა, კი რომლის გამოც მუთოშვილები და ქავთარაშვილების დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სოფელ საკობიანოსთან 2019 წელს მოხდა.
37 წლის ვისო მუთოშვილი პოლიციის თვალწინ ჩაცხრილეს.
სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ არბი ქავთარაშვილს 11-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ რამაზ ხანგოშვილს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.