"მთავარი არხის" ინფორმაცია დადასტურდა - აფხაზეთის მთავრობის მეთაური ქართულ ოცნების დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი იქნება . მისი კანდიდატურა მთავრობისთვის უკვე წარდგენილია - ინფორმაცია "მთავარ არხს" დაუდასტურა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ.
ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე რუსლან აბაშიძეს შეცვლის, რომელიც დღეს ფეისბუქ განცხადებით გადადგა.