
ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძის სახლთან.
მანამდე ენმ-ის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ "ივანიშვილის მილიციამ მძევლად აიყვანა ირაკლი ეძგვერაძე".
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია. "მთავარი არხი" დეტალების გარკვევას ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 22 სექტემბერს, ენმ-ის თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს და მის მეგობრებს, კახა ალადაშვილს, ჯაბა ზარასპაშვილსა და დავით დანელიას გლდანში, "ოცნებასთან" დაახლოებული პირები ეძგვერაძის კერძო საკუთრებაში დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.