ხმაური და დაპირისპირებაა გლდანში | პოლიციამ ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე დააკავა - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირებაა ამ წუთებში გლდანში - პოლიციამ ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე დააკავა. 

საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა. დეპუტატს ძალოვანებები დაუპირისპირდნენ. "მთავარი არხის" ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან აგრესია და ძალადობა მას შემდეგ დაიწყო, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი შეეცადა გაერკვია, რატომ იყვნენ მობილიზებული ძალოვანები მის ავტოფარეხთან.

მანამდე ენმ-ის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ "ივანიშვილის მილიციამ მძევლად აიყვანა ირაკლი ეძგვერაძე".

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 22 სექტემბერს, ენმ-ის თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს და მის მეგობრებს, კახა ალადაშვილს, ჯაბა ზარასპაშვილსა და დავით დანელიას გლდანში, "ოცნებასთან" დაახლოებული პირები ეძგვერაძის კერძო საკუთრებაში დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი