ცესკო-მ საჯარო სამსახურში დასაქმებულები საოლქო კომისიების დამოუკიდებელ წევრებად დანიშნა | გურჯაანის საბავშვო ბაღის მენეჯერი ამტკიცებს, რომ "ნეიტრალური იქნება"

გამოქვეყნდა:

დანიშნა თუ არა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიებში დამოუკიდებელ წევრებად "ქართული ოცნების" მხარდამჭერები? - ოპოზიცია ცესკო-ს წევრების მიკერძოებულობაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ იმ ფონზე, რომ საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციით, დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი ნეიტრალურობა უნდა ყოფილიყო, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წარმომდგენლები ხელისუფლებასთან შეთანხმებული წინასწარი სქემით დანიშნა. მათ შორის არიან მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლები, სსიპ-ებისა და აიპ-ების თანამშრომლები, ასევე საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლები. 

მაგალითად, "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა გურჯაანში, სადაც გურჯაანის საოლქო კომისიის დროებით წევრებს შეხვდა. მათი ნაწილი სამუშაო ადგილებზე ჩავწერეთ, ნაწილი საოლქო კომისიაში. ისინი ადასტურებენ, რომ საჯარო სამსახურში ნამდვილად არიან დასაქმებულები, თუმცა ამტკიცებენ, რომ ეს მათ ნეიტრალურობის შენარჩუნებაში ხელს არ შეუშლით.

მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ჩვეულებრივად ვისაც სურვილი აქვს, მიიღებს, ვინც არ უნდა იყოს და "ქართული ოცნება" რა შუაშია. ინტერნეტში არის, შეავსებ და სადაც გინდა, მოხვდები. დიახ, გვაქვს გამოცდები [ჩაბარებული]. მე ის პიროვნება არა ვარ, რომ ვინმემ რამე დამავალოს, მე მაქვს პირადი აზრი. იურისტი ვარ და კონსტიტუცია ვინც იცის, ნამდვილად უნდა იყოს ნეიტრალური", - ამბობს სოფელ გურჯაანის საბავშვო ბაღის მენეჯერი, ლელა იმერლიშვილი.

თავდაპირველად ინფორმაცია, რომ ცესკო საოლქო კომისიებს პარტიული ნიშნით აკომპლექტებს, "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა: 39 არჩეული კანდიდატიდან 32 "ოცნებასთანაა" კავშირში | საოლქო კომისიების პარტიული ნიშნით დაკომპლექტება

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი