"2012 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანას მოძალადე რეჟიმი ჩამოვაშორეთ..." - "ოცნება" მაღაროელებს უსაფრთხოებას პირდება 

გამოქვეყნდა:

გიორგი გახარია და კახა კალაძე მაღაროელებს სამუშაო პირობების გაუმჯობესებას პირდებიან. პრემიერმა და "ოცნების" გენმდივანმა ტყიბულში, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენაზე ისაუბრეს.

ხელისუფლება ამბობს, რომ "წლების წინ არავის ახსოვდა" შრომის უსაფრთხოება, მაღაროელები და მათი უფლებები, ახლა კი, ახალი "შრომის კოდექსით" ეს ყველაფერი გათვალისწინებულია, თუმცა უკვე მრავალი წელია მაღაროელები ხელისუფლებას თავად ახსენებენ, რომ მუშაობა მუდმივად სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად უწევთ.

​ბევრი ტრაგედია გვაქვს გადატანილი აქ ყველას ერთად. დღეს საქართველოს პარლამენტში განიხილება ახალი „შრომის კოდექსი“ მეორე მოსმენით, რომელიც კიდევ უფრო უზრუნველყოფს მშრომელი ადამიანის შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს წლების წინ არავის ახსოვდა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ არანაირ ბიზნესს და შემოსავალს ფასი არ ექნება, თუ ადამიანის ელემენტარული უსაფრთხოების პირობები არ დავიცავით - ამბობს გახარია.

მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა რომელი კომპანია იქნება მმართველი, მაღაროელების უფლებები და უსაფრთხოება ყველასთვის სავალდებულო იქნება.

ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, მუდმივად უკეთესობისკენ იცვლება შრომის კოდექსი - ამბობს კახა კალაძე. მშრომელების უსაფრთხოების მნიშვნელობის გარდა, კალაძეს არც დღეს დავიწყებია 2012 და წინა ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ "არ უყვარს საუბარი იმაზე, თუ რა ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში"

2012 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანას მოძალადე რეჟიმი ჩამოვაშორეთ, დავიწყეთ ყველა იმ სფეროში კოლოსალური თანხების ჩადება, რაც ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია. ხელმისაწვდომი გახდა განათლება და ჯანდაცვა, მეწარმეობა და სოფლის მეურნეობა, დაიწყო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები - ამბობს კალაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი