სახლები, რესტორნები, სასტუმროები, მიწის ნაკვეთები და წილი კომპანიებში | ვიქტორ ჯაფარიძე ქონებას მალავს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის ქონება, ბოლო 12 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. თითქოს გამჭვირვალობის მომხრე დეპუტატი შემოსავლებს მალავს. მის დეკლარაციაში ვერ მოხვდა მეუღლის, ნათია ხვისტანის 800 000-ლარიანი შემოსავალი, რომელიც მან შ.პ.ს „ოლ სეზონის“ გაყიდვისას მიიღო. ვერც ის შემოსავალი, რომელიც მის კუთვნილ სასტუმრო „ფოსტას“  2022 წელს ფიზიკური პირებისგან დაუგროვდა. საჯარო სამსახურის ბიურომ ამის გამო ჯაფარიძე უკვე 4-ჯერ დააჯარიმა.

ჯაფარიძე იმასაც მალავს, საიდან გადაიხადა „პოს ტვ-ის“ წილისთვის 520 000 ლარი. "ოცნების" დეპუტატის საკუთრებაშია 8 მიწის ნაკვეთი მესტიაში, კომერციული ფართი და სახლი დაბა მესტიაში, 15-მდე კომპანია, 22 უძრავი ქონება და 4-ვარსკლავიანი სასტუმრო მესტიის ცენტრში, რომელმაც 2019-2021 წლებში 40 000 ლარის გამარტივებული შესყიდვა გააფორმა მესტიის მუნიციპალიტეტთან. ამის გარდა, სასტუმროს „აწარმოე საქართველოდან“ 2017-2020 წლებში მიღებული აქვს ნახევარი მილიონი ლარის სუბსიდია.

ვიქტორ ჯაფარიძის შვილი, ოთარ ჯაფარიძე წლების განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა. სამთავრობო უწყებაშია დასაქმებული მისი მეორე შვილიც. შვილების საკუთრებაშია რესტორანი "მალათ სვან ბეიქერი" თბილისში და მდიდრული საცხოვრებელი სახლი. შვილის სახელზე გადაფორმებული კერძო სახლი საბურთალოზე, მგალობლიშვილის ქუჩაზე მდებარეობს, აქვს სამი სართული და თავზე დადგმული მანსარდა. ჯაფარიძის შვილის კუთვნილ კომპანიებს კი ჯამში 9,2 მილიონი ლარის სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული.

ვიქტორ ჯაფარიძის დეკლარაციებსა და ქონებასთან დაკავშირებით კითხვები წლებია არსებობს. ყოველ ჯერზე ჯაფარიძე ამტკიცებს, რომ მას არანაირი კანონდარღევა არ ჩაუდენია  და ვერც გამდიდრებაში ხედავს პრობლემას.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი